weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმის ბულვარის ახალ დირექტორს დავის დასრულებამდე ვერ დანიშნავენ – ჯინჭარაძის საქმე

13:09 ხუთშაბათი, 24 ივნისი 2021
ფოტოზე - ირაკლი ჯინჭარაძე ფოტოზე - ირაკლი ჯინჭარაძე

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სსიპ „ბათუმის ბულვარის“ გათავისუფლებული დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება გააუქმა. სააპელაციო სასამართლომ დროებითი განჩინება მიიღო, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აიკრძალა ბათუმის ბულვარის“ დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის შესარჩევად კონკურსის ჩატარება და კანდიდატის დანიშვნა.

სასამართლოში ირაკლი ჯინჭარაძის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) იცავს. ორგანიზაციის იურისტების მეშვეობით ჯინჭარაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13 მაისს მიმართა და გათავისუფლების შესახებ განკარგულების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა. ის ასევე ითხოვს, სასამართლომ დაადგინოს განსხვავებული შეხედულებების გამო მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა არ დააკმაყოფილა იმ ნაწილში, რომლითაც მომჩივანი ითხოვდა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ახალი დირექტორი არ დანიშნულიყო. 

„არსებობდა იმის რეალური საფრთხე, რომ დავის დასრულებამდე დირექტორის თანამდებობას სხვა პირი დაიკავებდა, რითაც ხელი შეეშლებოდა ირაკლი ჯინჭარაძის სამსახურში აღდგენას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განჩინებით, უზრუნველყოფილია, რომ შრომითი დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ირაკლი ჯინჭარაძე დაუბრუნდეს თანამდებობას“, – განმარტავს საია.

ირაკლი ჯინჭარაძე დაკავებული თანამდებობიდან 11 აპრილს, აჭარის მთავრობის განკარგულებით გაათავისუფლეს. გათავისუფლებას წინ უსწრებდა ქალაქ ბათუმის საკრებულოს 30 მარტის სხდომა, სადაც სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანია „ბათუმი თაუერი“, თავისი შენობის პირდაპირ, პლაჟზე, 3380 კვ.მ მეტრს, არანაკლებ 15 წლიანი იჯარით გადაცემას ითხოვდა. პლაჟის კერძო მესაკუთრისთვის გადაცემა ჯინჭარაძემაც გააპროტესტა. როგორც მან გამოსვლის დროს თქვა, ბათუმს ძალიან პატარა სანაპირო აქვს და ის ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. პროტესტის შედეგად, საკრებულომ პლაჟის გასხვისების საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღო.

სსიპ „ბათუმის ბულვარი“ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შედის. ირაკლი ჯინჭარაძემ მას 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე, 2017-2018 წლებში ბულვარის დირექტორის მოადგილე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]